Tuesday 12 May 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

 დღევანდელი   ტრენინგის   დასაწყისში   ქალბატონმა  ქეთევანმა   გაგვამეორებინა   წინა  დღეებში  შესწავლილი   მასალა:  ჩვენს  ძირითად   საქაღალდეში  გახსნილი   ფაილების   მნიშვნელობა  (კურსის  რესურსები,  მოსწავლის  ნიმუში,  სასწავლო  პროექტის  გეგმა,  სასწავლო  პროექტის  დამხმარე,  სურათები, აუდიო, ვიდეო  ფაილები,  შეფასებები)  და   მათში  მოთავსებული  ინფორმაცია.გავაკეთეთ გაკვეთილების პრეზენტაციები. დავსახეთ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტის გეგმები და ამის შესახებ გავუზიარეთ ჯგუფის წევრებს.
   შევაჯამეთ დღევანდელი ტრენინგი და რაც მთავარია ვისწავლე სრულყოფილი პროექტის წერა და ატვირთვა.
  დღევანდელ ტრენინგზე ჩვენ ასევე ვისწავლეთ პიკასა ალბომის შესახებ ყველაფერი.
   .
ძალიან ამაღლებული შთაბეჭდილებებით და ემოციებით ვამთავრებთ ტრენინგს,გული გვწყდება ,რომ  არ მოგვეცა საშუალება  არაჩვეულებრივ ტრენერთან  ქალბატონ  ქეთევან ცერაძესთან უფრო ხანგრძლივი დროით  მიგვეღო ნაყოფიერი გაკვეთილები ...მოკლედ მივდივარ მდიდარი შთაბეჭდილებებით და ყველაფერ ამისთვის უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ტრენერს  ქალბატონ ქეთევან ცერაძეს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს!
  კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!!!

Sunday 10 May 2015

1.გამეორება
2.ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3.პორტფოლიოს გადახედვა
4.პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე
5.რეფლექსია


გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა,შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.გადავხედეთ პორტფოლიოს და ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. შესწავლილი მასალა დამეხმარება ჩატარებული გაკვეთილებისა და პროექტების ბლოგზე ატვირთვაში.

Saturday 9 May 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

  • გამეორება
  • ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
  • პროექტის გეგმაზე მუშაობა
  • რეფლექსია


ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ მასალის გამეორებით. შემდეგ გადავედით ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინების მიხედვით სამუშაო გეგმის მინუშების შექმნაზე.. მაქსიმალურად დავხვეწეთ  პროექტის  სამუშაო  გეგმა. შევავსეთ გეგმის სასწავლო პროცედურები და მოვახდინეთ დღის რეფლექსია


Sunday 3 May 2015

ტრენინგის მეექვსე  დღე
როგორც ყოველთვის ტრენინგი   გამეორებით დაიწყო,შემდეგ ვნახეთ მოსწავლის ნიმუშები, წარმოდგენილი პრეზენტაციები,გადავხედეთ პროექტის გეგმებს, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები,ჩვენი ძვირფასი ტრენერი   ქალბატონი  ქეთი გადასარევად ფლობს კომუნიკაციის სხვადასხვა უნარს ,გრძნობს აუდიტორიის განწყობას და ამყარებს კონტაქტს ჩვენთან.

Saturday 2 May 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

გამეორებით დაიწყო დღევანდელი  ტრენინგი, შემდეგ განვიხილეთ საავტორო უფლებები და  გამოყენებული ლიტერატურის  შაბლონები,  შევისწავლეთ კომენტარის გაკეთება  ბლოგზე,  ვიმუშავეთ  ბლოგში ,  განვიხილეთ ბლოგის  გაჯეთები, ვნახეთ   გამოკითხვის გვერდები, ყოველივე ეს ხელს შემიწყობს  გაკვეთილების უფრო
საინტერესოდ  წარმართვაში, მოსწავლეებისთვის  ძალიან სახალისო იქნება  პროექტების  გამრავალფეროვნება.

Sunday 26 April 2015

კიდევ უ ფრო საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის   მეოთ ხე დღე, რომელიც განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ,შემდეგ შეფასების  სხვადასხვა  მეთოდებს  გავეცანით, განვიხილეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, განსაკუთრებული ხალისით გავეცანით სურათების  დიზაინის მრავალფეროვნებას.

Saturday 25 April 2015

მესამე დღე

საინტერესოდ დაიწყო ტრენინგის მესამე დღე, გავიმეორეთ განვლილი მასალა,  შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმებზე მუშაობა ,ვისწავლეთ სტანდარტის  დადგენა, გავიაზრეთ  ზოგადი ,შინაარსობლივი და თემატური შეკითხვები, განვიხილეთ განახლებული   ბლუმის ტაქსონომია,რომელსაც ჩემ პედაგოგიურ  პრაქტიკაში ხშირად  გამოვიყენებ,  ვისწავლეთ როგორ უნდა განვსაზღვროთ პროექტის მიზანი,რომლის კარგად დასახვა წარმატებული პროექტის საფუძველია,ვისწავლეთ  სურათის ჩასმა ბლოგში,რაც უდავოდ დამეხმარება ვიზუალურად ლამაზი პროექტის  შექმნაში.